ემანუელ მაკრონი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე – თუ დღეს ძლიერები არ ვიქნებით, ხვალ ძვირს გადავიხდით

ჩვენ არ შეგვიძლია ტერიტორიულ დისკუსიებში მონაწილეობა უკრაინის გარეშე. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტებს ევროპელ ლიდერებსა და უკრაინის პრეზიდენტ ს შორის ვირტუალური შეხვედრის შემდეგ განუცახადა.
მაკრონის თქმით, ჯგუფმა ორ საათზე ცოტა მეტი ისაუბრა იმ პრიორიტეტებზე, რომელთა განხილვასაც ისინი ხვალ -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს გეგმავენ.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მათ სურთ ტრამპს შეახსენონ, „რა აერთიანებს -ს, ს და ევროკავშირს“ .
„ჩვენ არ შეგვიძლია ტერიტორიულ დისკუსიებში მონაწილეობა უკრაინის წარმომადგენლების გარეშე.
ჩვენი გეგმაა, წარმოვადგინოთ ერთიანი ხაზი, გავიმეოროთ, ვინ არის მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის მხარეს“, – აცხადებს მაკრონი.
ასევე, მან უპასუხა კითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, სურს ში ომის დასრულება და განაცხადა: „არა“.
მაკრონი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინას ძლიერი არმია სჭირდება.
ასევე მან ისაუბრა უსაფრთხოების გარანტიების კონტექსტშიც და თქვა:
„თუ დღეს ძლიერები არ ვიქნებით, ხვალ ძვირს გადავიხდით“.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა – ესტონეთი მყარად უდგას ქართველებს გვერდში – თქვენი სიმყარე, ღირსება და ევროპული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებლად რჩება – ძლიერი შეხსენებაა იმისა, რომ დემოკრატიის სულს ვერ გააჩუმებ

გიორგი სიორიძე – მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდეს და თანმიმდევრული ბრძოლით გავისტუმროთ რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში – ქართველი ხალხი არ შეეგუება, არ აპატიებს „ქართულ ოცნებას“, წაართვას ევროპული მომავალი