ემანუელ მაკრონი – უკრაინელებს ტერიტორიულ საკითხებზე რეალისტური დისკუსიები უნდა ჰქონდეთ – უკრაინის კაპიტულაცია არ შეიძლება ევროპელებისთვის და ამერიკელებისთვის კარგი იყოს

უკრაინელებს ტერიტორიულ საკითხებზე რეალისტური დისკუსიები უნდა ჰქონდეთ, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგ დიპლომატებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ში სწრაფი და მარტივი გამოსავალი არ იქნება. უკრაინელებს ტერიტორიულ საკითხებზე რეალისტური დისკუსიები უნდა ჰქონდეთ და ამის გაკეთება მხოლოდ მათ შეუძლიათ, ევროპელები იმედს უსაფრთხოების გარანტიების შექმნაზე ამყარებენ, რაც მათი პასუხისმგებლობა იქნება“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
მისი თქმით, უკრაინის კაპიტულაცია კარგი არც ევროპისთვის იქნება და არც -ისთვის.
„აშშ სიტუაციის ხასიათის შეცვლაში უნდა დაგვეხმაროს და მოლაპარაკებების მაგიდასთან მისვლაში უნდა დაარწმუნოს. აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა იცის, რომ აშშ-ის გამარჯვების შანსი არ ექნება, თუ უკრაინა დამარცხდება. უკრაინის კაპიტულაცია არ შეიძლება ევროპელებისთვის და ამერიკელებისთვის კარგი იყოს“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გახარიას პარტიაში ადასტურებენ, რომ პარტიულ სიაში გადაადგილებაა, თუმცა დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ეს თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისის ნაწილია