ემანუელ მაკრონი – უკრაინელებო, სამართლიანობისა და მშვიდობისთვის ბრძოლაში საფრანგეთი ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება

უკრაინის დამოუკიდებლობის ამ დღეს პატივს ვცემთ უკრაინელი ხალხის სიმამაცესა და გამბედაობას – უკრაინელებო, სამართლიანობისა და მშვიდობისთვის ბრძოლაში საფრანგეთი ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება – დღესაც და ხვალაც, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„უკრაინის დამოუკიდებლობის ამ დღეს პატივს ვცემთ უკრაინელი ხალხის სიმამაცესა და გამბედაობას, რომლებიც დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 34 წლის შემდეგ აგრძელებენ ბრძოლას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, მათი სუვერენიტეტისა და თავისუფლებისთვის. ჩვენი საერთო ღირებულებებისა და ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისთვის“, – წერს მაკრონი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარინე ძაგნიძე: ხმის უფლება რომ წაგვართვით ემიგრანტებს, მუნჯებიც გგონივართ. 9 ოქტომბერს კორძი ნიუ იორკის Sony Hall-ში დადგება სცენაზე და იცით რამდენი ვართ, ვინც ომახიანად ვუმღერებთ ჩვენს სამშობლო მხარეს?!