ტარიფებზე დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას “სასტიკს და უსაფუძვლოს“ უწოდებს და კომპანიებს -ში ინვესტიციების შეჩერებისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ევროპულ კომპანიებს -ის ეკონომიკაში ინვესტიციების შეჩერებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
“მიამიტები არ ვართ, ამიტომ საკუთარ თავს დავიცავთ… მნიშვნელოვანია, რომ სამომავლო ინვესტიციები და ბოლო კვირებში გამოცხადებული ინვესტიციები, დროებით შეჩერებულ იქნას, სანამ შეერთებულ შტატებთან საკითხები არ გაირკვევა.
რა მესიჯი იქნება თუ ძირითადი ევროპელი მოთამაშეები დაიწყებენ მილიარდობით ევროს ინვესტირებას ამერიკულ ეკონომიკაში, მაშინ, როდესაც ისინი ჩვენ გვირტყამენ?”, – განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების შემოღება იყო “შოკი საერთაშორისო ვაჭრობისთვის”. მან დაგმო “სასტიკი და უსაფუძვლო გადაწყვეტილება”, ვინაიდან “სავაჭრო დისბალანსს არ ასწორებენ საბაჟო ტარიფების შემოღებით”.
“[ახალი საბაჟო ტარიფების] მასშტაბი და უარყოფითი ბუნება ძირითად გავლენას ამერიკულ ეკონომიკაზე მოახდენს. ეკონომიკა და ამერიკელები, იქნება ეს ბიზნესები თუ მოქალაქეები, უფრო სუსტები და ღარიბები გახდებიან”, – განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ევროპულ დონეზე “პასუხი იქნება”. მისი თქმით, ევროპული გადაწყვეტილებების პირველი ფაზა მაისის შუაში იქნება და ის ფოლადს და ალუმინს შეეხება. მეორე ფაზა, “უფრო მასიური” და “სექტორების მიხედვით”, მისი თქმით, მაისის ბოლოს იქნება.
მან ევროპელებს მოუწოდა, რომ “ერთიანი დარჩნენ” და აღნიშნა, რომ ყველაზე ძლიერი ქვეყნები “მარტოდ თამაშის” ცდუნებას არ უნდა აჰყვნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე: სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“ ღირსეული ოჯახის წევრი – ერთი ფეხის გადაბრუნებით ნუ განსჯით ადამიანს

დავით ზურაბიშვილი: ასეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა საკუთარი სურვილებისა და ხუშტურებისთვის, სტალინს, ჰიტლერს, მაოს, პოლ პოტს, კაციჭამია ბოკასას თუ პაპა დოკ დიუვალიეს და მობუტუ სესე სეკოსაც კი არ მოსვლია თავში