ემანუელ მაკრონი: პუტინმა ტყუილი საბოლოოდ უნდა შეწყვიტოს

“როგორც იცით, საფრანგეთის პოზიცია თანმიმდევრულია. იგი არ შეიცვლება. საერთაშორისო სამართლის პატივისცემის ფარგლებში, ხალხების სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ. უფრო მეტიც, საფრანგეთისთვის არ არსებობს ორმაგი სტანდარტი – ეს ეხება როგორც ს, ასევე ახლო და შუა აღმოსავლეთს, ასევე აფრიკის კონტინენტს. ამ პოზიციით ვამაყობ. ამიტომ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის უფლებების დაცვას – მშვიდობიანად ცხოვრობდნენ თავიანთ ტერიტორიაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
აი რატომ ვგმობდით ყოველთვის ს აგრესიის ომს. ახლა ჩვენ იმ მომენტში ვიმყოფებით, როდესაც, იმედია, შესაძლებელია მშვიდობის აშენება. მინდა ამერიკული დიპლომატიის ძალისხმევა შევაქო. თუმცა, მინდა ფაქტები გავიხსენო: არსებობს აგრესორი – რუსეთი, და არის დაზარალებული – უკრაინა. მინდა სხვა ფაქტები ჩამოვთვალო.
რამდენიმე კვირის წინ, ამერიკის ინიციატივით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უპრეცედენტო ჟესტი გააკეთა. მან თქვა: ‘ვეთანხმები უპირობო ცეცხლის შეწყვეტას’. ერთადერთი, რაც საჭიროა, რაც კვლავ გავუმეორე პრეზიდენტ ტრამპს, რომელთანაც ორი დღის წინ ვისაუბრე – ერთადერთი, რაც საჭიროა, არის ის, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ტყუილი საბოლოოდ უნდა შეწყვიტოს. როდესაც პუტინი ესაუბრება ამერიკელ შუამავლებს, ამბობს: ‘მინდა მშვიდობა’. როდესაც მთელ მსოფლიოს მიმართავს – ამბობს იმავეს და ამავდროულად განაგრძობს უკრაინის დაბომბვას. განაგრძობს უკრაინაში ადამიანების ხოცვას.
არსებობს მხოლოდ ერთი კითხვა, რომლის პასუხსაც ველოდებით: მზად არის თუ არა პრეზიდენტი პუტინი, დაეთანხმოს უპირობო ცეცხლის შეწყვეტას?” – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტებთან საუბრისას