პარიზში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

საფრანგეთის პრეზიდენტი, 17 ნოემბერს პარიზში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლებს, – ინფორმაციას Reuters-ი საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მაკრონი კიდევ ერთხელ დაადასტურებს საფრანგეთის მხრიდან უკრაინისადმი გრძელვადიანი მხარდაჭერას. ელისეის სასახლეში განმარტავენ, რომ მაკრონისა და ზელენსკის შეხვედრა მიზნად ისახავს უკრაინის დახმარების კუთხით იმპულსის გაძლიერებას გასულ თვეში უკრაინის „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ.
საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტები შეხვედრაზე ასევე განიხილავენ ორმხრივ თანამშრომლობას ენერგეტიკის, ეკონომიკისა და თავდაცვის სფეროებში.
ცნობისთვის, ეს ზელენსკის მეცხრე ვიზიტი იქნება საფრანგეთში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ჩერქეზიშვილი – „სიცოცხლით სავსე ქალაქი“, „მშვიდობით სავსე ქალაქი“ ყოველი წვიმის შემდეგ იქცევა წყალწაღებულ ქალაქად და ძირგამოთხრილ ქალაქად – ყოველი წვიმა ამ ქალაქში კოლაფსის შემქმნელია

საბა ბუაძე: დიდი დიღომი არის თვალსაჩინო მაგალითი ურბანული გენოციდის -კორუფციული ინტერესიდან გამომდინარე, კალაძის პირობებში, იქ გაცემული იქნა სრულიად შეუსაბამო მშენებლობის უფლებები (ვიდეო)