– “მშვიდობა, რომელიც კაპიტულაციაა, ცუდი ახალი ამბავი იქნება ყველასთვის, მათ შორის -სთვის

საფრანგეთის პრეზიდენტი, -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაბრუნებას „ელექტროშოკს“ უწოდებს, რომელმაც ევროპა უნდა აიძულოს დაიცვას როგორც საკუთარი, ასევე უკრაინის მომავალი.
მაკრონმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია მოლაპარაკება მისი ქვეყნის სახელით და რომ „მშვიდობა, რომელიც კაპიტულაციაა“ ცუდი ახალი ამბავი იქნება ყველასთვის, მათ შორის აშშ-სთვის.
„ამ ეტაპზე ერთადერთი საკითხია, არის თუ არა პრეზიდენტი პუტინი ჭეშმარიტად, მდგრადად და სარწმუნოდ მზად, ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს. ამის შემდეგ, რუსეთთან მოლაპარაკება უკრაინელების გადასაწყვეტია“, – განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ „ყველამ სიფხიზლე უნდა გამოიჩინოს“.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)