ემანუელ მაკრონი – მოსკოვში თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს“ განშტოებამ განახორციელა – ამ კონკრეტულმა ჯგუფმა თავდასხმები საფრანგეთშიც სცადა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ს განცხადებით, საფრანგეთს აქვს ინფორმაცია, რომ მოსკოვის საკონცერტო დარბაზში თავდასხმა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ განახორციელა.
„საფრანგეთს აქვს ინფორმაცია, რომ ის „ისლამური სახელმწიფოს“ განშტოებამ დაგეგმა და განახორციელა“, – აღნიშნა მაკრონმა და დასძინა, რომ იმ ჯგუფმა, რომელიც რუსეთში საკონცერტო დარბაზს თავს დაესხა, თავდასხმები საფრანგეთის ტერიტორიაზეც სცადა.
„ამ კონკრეტულმა ჯგუფმა ჩვენს მიწაზე თავდასხმის რამდენიმე მცდელობა განახორციელა“, – აღნიშნა მაკრონმა.
ამასთან, მისი თქმით, რუსეთმა თავდასხმა თავის სასარგებლოდ არ უნდა გამოიყენოს და რომ ს მხრიდან ცინიკური და კონტრპროდუქტიული იქნება ამ კონტექსტის უკრაინის წინააღმდეგ გადატანა.