– მოსკოვში თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს“ განშტოებამ განახორციელა – ამ კონკრეტულმა ჯგუფმა თავდასხმები საფრანგეთშიც სცადა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთს აქვს ინფორმაცია, რომ მოსკოვის საკონცერტო დარბაზში თავდასხმა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ განახორციელა.
„საფრანგეთს აქვს ინფორმაცია, რომ ის „ისლამური სახელმწიფოს“ განშტოებამ დაგეგმა და განახორციელა“, – აღნიშნა მაკრონმა და დასძინა, რომ იმ ჯგუფმა, რომელიც რუსეთში საკონცერტო დარბაზს თავს დაესხა, თავდასხმები საფრანგეთის ტერიტორიაზეც სცადა.
„ამ კონკრეტულმა ჯგუფმა ჩვენს მიწაზე თავდასხმის რამდენიმე მცდელობა განახორციელა“, – აღნიშნა მაკრონმა.
ამასთან, მისი თქმით, რუსეთმა თავდასხმა თავის სასარგებლოდ არ უნდა გამოიყენოს და რომ რუსეთის მხრიდან ცინიკური და კონტრპროდუქტიული იქნება ამ კონტექსტის უკრაინის წინააღმდეგ გადატანა.

ასევე დაგაინტერესებთ

პოლონელი ევროპარლამენტარი – როდის შემდეგ გახდა BBC ქიმიური იარაღის ექსპერტი? – ამბობთ, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა, მაგრამ შესაძლოა, ეს უბრალოდ სუვერენიტეტის აღდგენაა, შესაძლოა, საღ აზრს სულ უფრო მეტი ადამიანი უბრუნდება