ემანუელ მაკრონი – მიზანი იგივე უნდა დარჩეს: გვქონდეს მყარი, გაზომვადი და შემოწმებადი ცეცხლის შეწყვეტა – რა თქმა უნდა, ეს წარმოუდგენელია უკრაინელების მაგიდასთან ყოფნის გარეშე

მიზანი იგივე უნდა დარჩეს: გვქონდეს მყარი, გაზომვადი და შემოწმებადი ცეცხლის შეწყვეტა – რა თქმა უნდა, ეს წარმოუდგენელია უკრაინელების მაგიდასთან ყოფნის გარეშე, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
მან ისაუბრა უკრაინისა და უკრაინული არმიის მხარდაჭერის გაგრძელებაზე.
“ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინისთვის, უკრაინული არმიისთვის მის თავდაცვით ომში რუსული აგრესიის წინააღმდეგ… [მოლაპარაკების] პირველი ეტაპები ყალიბდება, მაგრამ მიზანი იგივე უნდა დარჩეს: გვქონდეს მყარი, გაზომვადი და შემოწმებადი ცეცხლის შეწყვეტა. რა თქმა უნდა, ეს წარმოუდგენელია უკრაინელების მაგიდასთან ყოფნის გარეშე”,-განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტი ასევე მიესალმა გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) მიერ გერმანიის თავდაცვის გაძლიერებისთვის მიღებულ დიდ საინვესტიციო გეგმას, რაც მაკრონმა აღწერა როგორც “ისტორიული კენჭისყრა” და “კარგი ამბავი” ევროპისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას