ემანუელ მაკრონი – მდგრადი მშვიდობის მისაღწევად აუცილებელია უკრაინისთვის უსაფრთხოების მყარი გარანტიების მინიჭება

ჩვენთვის ნათელია, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ მყარი და მდგრადი მშვიდობა არ დამყარდება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი განცხადებით, -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და უკრაინის პრეზიდენტ სთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საჭიროა ძალისხმევის გაერთიანება მყარი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.
„ვაშინგტონში, პრეზიდენტ ზელენსკისთან და ჩვენს პარტნიორებთან ერთად, კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ პრეზიდენტ ტრამპს ჩვენი გადაწყვეტილება, გავაგრძელოთ ძალისხმევის გაერთიანება მყარი და მდგრადი მშვიდობისთვის – ისეთი მშვიდობისთვის, რომელიც დაიცავს უკრაინის ინტერესებს და ევროპის უსაფრთხოებას. ასეთი მშვიდობა აუცილებლად მოითხოვს უკრაინისთვის უსაფრთხოების მყარი გარანტიების მინიჭებას, რასთან დაკავშირებითაც, ჩვენ გადავწყვიტეთ, ძალიან კონკრეტული პირობებით ვიმუშაოთ შეერთებულ შტატებთან. ჩვენთვის ასევე ნათელია, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ეს მშვიდობა არ დამყარდება“, – წერს მაკრონი.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში პროცესების შეფასება ხდებოდეს ობიექტურად – ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს შეტევები, რაც ხორციელდება დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე

მაკა ბოჭორიშვილი – საქართველოს რეგიონების ოკუპაციას არ აქვს არც გამართლება და არც საფუძველი – ხელისუფლების მთავარი მამოძრავებელი სწორედ მშვიდობის უზრუნველყოფისთვის და სტაბილურობისთვის ბრძოლაა