ემანუელ მაკრონი – კრემლთან კონტაქტის აღდგენის პროცესში ვართ

კრემლთან კონტაქტის აღდგენის პროცესში ვართ, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
„ჩვენ კონტაქტის აღდგენის პროცესში ვართ, რომელიც მომდევნო კვირებში მოხდება“, – განაცხადა მაკრონმა.
მაკრონის თქმით, მისი მიზანი მშვიდობის მიღწევაა, მაგრამ არა უკრაინის კაპიტულაციის ფასად.
„მოკლევადიან პერსპექტივაში, უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ. ახლა სწორედ ამას ვაკეთებთ. არ გვსურს, რომ ეს მშვიდობა უკრაინის კაპიტულაცია იყოს“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი მღებრიშვილი: და თქვენც თუ გკითხათ ოდესმე მათმა შვილმა, იცნობდით თუ არა მას, უპასუხეთ რომ იცნობდით და მას ძალიან, ძალიან მაგარი დედა, ან მამა ჰყავდა. უპასუხეთ და ერთი წამით არ იფიქროთ რომ ტყუილს ამბობთ