ემანუელ მაკრონი – თუ მის ტერიტორიაზე მოკავშირეთა ჯარების ყოფნას ითხოვს, მაშინ რუსეთის საქმე არ არის, მიიღოს თუ არა ისინი

უკრაინის ტერიტორიაზე სამშვიდობო ძალების არსებობის საკითხზე რუსეთს გადაწყვეტილების მიღების არანაირი უფლება არ აქვს, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა Le Parisien-თან ინტერვიუში განაცხადა.
სუვერენული სახელმწიფოა და თუ ის ითხოვს მოკავშირეთა ჯარების ყოფნას მის ტერიტორიაზე, მაშინ რუსეთის საქმე არ არის, მიიღოს თუ არა ისინი“, – განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის ლიდერმა კომენტარი გააკეთა გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის სამშვიდობო გეგმაზე. მისი თქმით, დოკუმენტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. შემდგომში იგი წარედგინება შეერთებულ შტატებს. მაკრონმა აღნიშნა, რომ მიზანი არ არის „მასობრივი ჯარების“ შექმნა, რადგან ევროპაში ყველაზე დიდი არმია უკრაინის შეიარაღებული ძალებია.
„ეს ეხება რამდენიმე ათასი ადამიანის განლაგებას თითოეული ქვეყნიდან ძირითად ადგილებში, რათა ჩაატარონ საწვრთნელი პროგრამები და გამოავლინონ ჩვენი მხარდაჭერა გრძელვადიან პერსპექტივაში“, – აღნიშნა მაკრონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას