ემანუელ მაკრონი – ვლადიმერ პუტინს „დიდი ოცეულის“ შეხვედრაზე მხოლოდ საერთო შეთანხმებით მიიწვევენ

ს პრეზიდენტის, ს „დიდი ოცეულის“ მომავალ სამიტზე მიწვევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ამას ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრაზილიაში ვიზიტისას, ქვეყნის პრეზიდენტ ლუის ინასიო ლულა და სილვასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მაკრონის თქმით, ოცი ინდუსტრიულად განვითარებული და განვითარებადი ქვეყნის გაერთიანების აზრი იმაში მდგომარეობს, რომ „დანარჩენ 19 ქვეყანასთან კონსენსუსის მიღწევა უნდა მოხდეს და ეს იქნება ბრაზილიური დიპლომატიის ამოცანა“.
საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „დიდი ოცეული“ ვალდებულია იმოქმედოს „მშვიდობისა და საერთო ინტერესების შესაბამისად“.
“თუ შეხვედრა შეიძლება იყოს სასარგებლო, ის უნდა ჩატარდეს. თუ ის არ იქნება სასარგებლო და გამოიწვევს უთანხმოებას, არ უნდა ჩატარდეს”, – განაცხადა მაკრონმა.
შეგახსენებთ, „დიდი ოცეულის“ სამიტს ნოემბერში ბრაზილია უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პარლამენტი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს კენჭს 27 ივნისს უყრის – ხვალისთვის გადაიდო “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოზე კენჭისყრაც

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რის საფუძველზეც პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან პირები, რომელთაც კოვიდპანდემიისას იზოლაციის, კარანტინის ან პირბადის ტარების წესი დაარღვიეს