ემანუელ მაკრონი ვიქტორ ორბანს შეხვდება

ემანუელ მაკრონი ვიქტორ ორბანს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ელისეის სასახლე ავრცელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს ელისეის სასახლეში დღეს საღამოს უმასპინძლებს.
შეხვედრაზე მხარეები ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტისა და ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტის შესახებ ისაუბრებენ, რომელიც 7-8 ნოემბერს ბუდაპეშტში გაიმართება.
„ეს ვიზიტი, რომელიც ევროკავშირის საბჭოს როტაციული თავმჯდომარეობის ფარგლებში იმართება, რომელსაც ამჟამად უნგრეთი ხელმძღვანელობს, სამიტებისთვის მომზადების შესაძლებლობა იქნება. ასევე, ლიდერები ორმხრივი ურთიერთობის, განსაკუთრებით ენერგეტიკის, თავდაცვისა და ტრანსპორტის სფეროებში, სხვადასხვა ასპექტებს განიხილავენ“, – ნათქვამია ელისეის სასახლის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ