ემანუელ მაკრონი – ევროპელი ლიდერების შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპს და ვოლოდიმირ ზელენსკის ვესაუბრე – ჩვენ გვსურს ძლიერი და ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინაში

საფრანგეთის პრეზიდენტის, ს განცხადებით, რამდენიმე ევროპელი ლიდერის პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ -ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და უკრაინის პრეზიდენტს, ს ტელეფონით ესაუბრა.
„ჩვენ გვსურს ძლიერი და ხანგრძლივი მშვიდობა ში. ამის მისაღწევად, რუსეთმა აგრესია უნდა დაასრულოს და ამას უკრაინელებისთვის უსაფრთხოების ძლიერი და სანდო გარანტიები უნდა ახლდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტა მინსკის შეთანხმებების მსგავსად დასრულდეს. ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე ყველა ევროპელთან, ამერიკელთან და უკრაინელთან ერთად, – წერს მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით, ევროპელებმა უკეთესი, მეტი და ერთობლივი ინვესტიცია უნდა განახორციელონ თავიანთ უსაფრთხოებასა და თავდაცვაში.
„ამ მიზნით, ევროპელებს სურთ დააჩქარონ სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და კონკურენტუნარიანობის საკუთარი დღის წესრიგის განხორციელება. მუშაობა გაგრძელდება ევროკომისიის წინადადებებზე დაყრდნობით, როგორც უკრაინის მხარდაჭერაში, ასევე ჩვენს თავდაცვაში განვითარებასა და ინვესტირებაში. ეს დღის წესრიგი, რომელიც განსაზღვრულია 2022 წელს ვერსალის სამიტზე, უბრალოდ უნდა განხორციელდეს. გადაწყვეტილებები, მოქმედებები, თანმიმდევრულობა. სწრაფად. ამ დისკუსიებს უახლოეს დღეებში გავაგრძელებ“, – წერს მაკრონი.