ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი – საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება მასზეა დამოკიდებული

ჩვენ, გერმანია და საფრანგეთი, ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი სიტუაციით, – ამის შესახებ საფრნგეთის პრეზიდენტ სა და გერმანიის კანცლერ ს ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
„ჩვენი ქვეყნები საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდამჭერი არიან და აქტიურად დაუჭირეს მხარი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ 2023 წლის დეკემბერში. ღრმა მწუხარებით ვაკვირდებით საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას გადაუხვიონ ამ გზიდან ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ მოქმედებით, ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონის მიღებით“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები აცხადებენ, რომ „საქართველოს ევროპული გზა გაწერილია – მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული“.