– ბარბაროსული სახელმწიფო დაეცა – პატივს ვცემ სირიელ ხალხს, მათ გამბედაობას, მოთმინებას

ბარბაროსული სახელმწიფო, ბოლოს და ბოლოს, დაეცა. პატივს ვცემ სირიელ ხალხს, მათ გამბედაობას, მოთმინებას, – ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი, სირიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.
მისი თქმით, საფრანგეთი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების უსაფრთხოების მიმართ ერთგული რჩება.
„ამ გაურკვევლობის მომენტში ვუსურვებ სირიელ ხალხს მშვიდობას, თავისუფლებასა და ერთიანობას. საფრანგეთი დარჩება ახლო აღმოსავლეთში ყველას უსაფრთხოების ერთგული“, – წერს ემანუელ მაკრონი.
შეგახსენებთ, სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაემხო. ს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაშარ ალ-ასადმა პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყანა დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: კიდევ კაი, ამ ქვეყანაში კანონი ყველასთვის ერთნაირი რომაა, კიდევ კაი, თორემ, ხომ გავუბოლებდი მეც კაბინეტში, მაგრამ არა, კანონი ყველასთვისაა და მე ყველა არ ვარ, ყველა არის გიზო და მისი საძმაკაცო, ალბათ…