ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ “როდესაც უსაფრთხოების გარანტიებზე ვსაუბრობთ, მთელი ევროპის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ” და ევროპა ტრამპთან, პუტინთან და ზელენსკისთან მოლაპარაკებებში უნდა იყოს წარმოდგენილი

როდესაც უსაფრთხოების გარანტიებზე ვსაუბრობთ, ჩვენ მთელი ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თეთრ სახლში -ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპსა და ევროპელ ლიდერებს შორის შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროპა უნდა იყოს წარმოდგენილი ტრამპის, პუტინისა და ზელენსკისთან მოლაპარაკებებში.

„სამმხრივი შეხვედრის იდეა მნიშვნელოვანია, რადგან ეს მოგვარების ერთადერთი გზაა. ვფიქრობ, შემდეგში ოთხმხრივი შეხვედრაა საჭირო, რადგან, როდესაც უსაფრთხოების გარანტიებზე ვსაუბრობთ, ჩვენ მთელი ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ. სწორედ ამიტომ ვართ ამ საკითხის ირგვლივ სთან ერთად გაერთიანებულები“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მისი თქმით, „ევროპელები აცნობიერებენ იმას, რომ უკრაინის უსაფრთხოების საკითხში თავისი წილი აქვთ“.

„თუმცა, ამ სიტუაციაში მათი საკუთარი უსაფრთხოება აშკარად სასწორზე დევს“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში პროცესების შეფასება ხდებოდეს ობიექტურად – ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს შეტევები, რაც ხორციელდება დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე

მაკა ბოჭორიშვილი – საქართველოს რეგიონების ოკუპაციას არ აქვს არც გამართლება და არც საფუძველი – ხელისუფლების მთავარი მამოძრავებელი სწორედ მშვიდობის უზრუნველყოფისთვის და სტაბილურობისთვის ბრძოლაა