ემანეულ მაკრონი – ს მანიპულაციები მოლდოვაში, საქართველოსა და რუმინეთში გვაჩვენებს, რომ უსაფრთხოება და დემოკრატიების სათანადო ფუნქციონირება ყოველთვის გარანტირებული არ არის

არჩევნების მანიპულაციები მოლდოვაში, საქართველოსა და რუმინეთში გვაჩვენებს, რომ ჩვენი უსაფრთხოება და ჩვენი დემოკრატიების სათანადო ფუნქციონირება ყოველთვის გარანტირებული არ არის. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თავის საახალწლო მიმართვაში განაცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ევროპის უსაფრთხოების მნიშნველობას.
“ომები სა და ახლო აღმოსავლეთში შორეული კონფლიქტები არაა. ისინი ჩვენ პირდაპირ გვეხება და საფრთხეს უქმნიან ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენს ერთობას, ჩვენს ეკონომიკას.
ბოლო მოვლენები სირიაში, ს მანიპულაციები მოლდოვაში, საქართველოსა და რუმინეთში, ტერორისტული თავდასხმები ევროპასა და ჩვენს სამეზობლოში გვაჩვენებს, რომ ჩენი უსაფრთხოება და ჩვენი დემოკრატიების სათანადო ფუნქციონირება ყოველთვის გარანტირებული არ არის. ევროპას აღარ შეუძლია საკუთარი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სხვა ძალებისთვის დელეგირება”, – განაცხადა მაკრონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა – ესტონეთი მყარად უდგას ქართველებს გვერდში – თქვენი სიმყარე, ღირსება და ევროპული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებლად რჩება – ძლიერი შეხსენებაა იმისა, რომ დემოკრატიის სულს ვერ გააჩუმებ

გიორგი სიორიძე – მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდეს და თანმიმდევრული ბრძოლით გავისტუმროთ რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში – ქართველი ხალხი არ შეეგუება, არ აპატიებს „ქართულ ოცნებას“, წაართვას ევროპული მომავალი