ემანეულ მაკრონი: არჩევნების მანიპულაციები მოლდოვაში, საქართველოსა და რუმინეთში გვაჩვენებს, რომ უსაფრთხოება და დემოკრატიების სათანადო ფუნქციონირება ყოველთვის გარანტირებული არ არის

არჩევნების მანიპულაციები მოლდოვაში, საქართველოსა და რუმინეთში გვაჩვენებს, რომ ჩვენი უსაფრთხოება და ჩვენი დემოკრატიების სათანადო ფუნქციონირება ყოველთვის გარანტირებული არ არის. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თავის საახალწლო მიმართვაში განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ევროპის უსაფრთხოების მნიშნველობას.

“ომები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში შორეული კონფლიქტები არაა. ისინი ჩვენ პირდაპირ გვეხება და საფრთხეს უქმნიან ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენს ერთობას, ჩვენს ეკონომიკას.

ბოლო მოვლენები სირიაში, არჩევნების მანიპულაციები მოლდოვაში, საქართველოსა და რუმინეთში, ტერორისტული თავდასხმები ევროპასა და ჩვენს სამეზობლოში გვაჩვენებს, რომ ჩენი უსაფრთხოება და ჩვენი დემოკრატიების სათანადო ფუნქციონირება ყოველთვის გარანტირებული არ არის. ევროპას აღარ შეუძლია საკუთარი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სხვა ძალებისთვის დელეგირება”, – განაცხადა მაკრონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია