ელ. კომერციის ყველაზე მონახულებადი ვებგვერდები 2025 წლისთვის – Forbes

ელ. კომერციის ყველაზე მონახულებადი ვებგვერდები 2025 წლისთვის – Forbes
2025 წელს გლობალური ელექტრონული კომერციის ბაზარი კვლავაც რამდენიმე ძლიერ მოთამაშეზეა კონცენტრირებული. მიუხედავად იმისა, რომ ათეულობით ონლაინ-მაღაზია ცდილობს მომხმარებელთა ყურადღების მიპყრობას, ლიდერის პოზიციას კვლავ Amazon-ი ინარჩუნებს. მასზე ელ. კომერციის ვებსაიტების ტრეფიკის 40%-ზე მეტი მოდის.
ანალიტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ როგორც ამერიკული, ისე ჩინური პლატფორმები გლობალური ციფრული შოპინგის ბირთვს წარმოადგენენ, მათი საერთო წილი დაახლოებით 65%-ს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ Temu, AliExpress-ი და სხვა ახალი მოთამაშეები ბაზარზე სწრაფად იზრდებიან, ელექტრონულ კომერციაში იერარქია შედარებით სტაბილურია, რაც Amazon-ის ბრენდის მტკიცე პოზიციებსა და ინფრასტრუქტურულ უპირატესობებს ასახავს.
შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ We Are Social-ის მონაცემებით, 2025 წლის ივნისიდან აგვისტომდე, ელ. კომერციის ყველაზე მონახულებადი ვებსაიტი amazon.com-ი იყო, ყოველთვიურად დაახლოებით 2.7 მილიარდი ვიზიტით. ეს მსოფლიოს 20 უდიდესი ვებსაიტის ტრეფიკის მეოთხედია. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ სიაში Amazon-ის რამდენიმე ვებსაიტი ცალკეა შესული, მათ შორის: amazon.co.jp, amazon.de, amazon.co.uk და ა.შ.
ჩინური პლატფორმები Temu (1.6 მილიარდი ვიზიტი ყოველთვიურად) და AliExpress-ი (646 მილიონი ვიზიტი ყოველთვიურად), შესაბამისად, მეორე და მესამე პოზიციებს იკავებენ. Temu-ს აგრესიული ფასდაკლებების მოდელი გლობალური ბაზრის გაფართოებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამ ორი ჩინური ვებსაიტის ვიზიტების გაერთიანებული მაჩვენებელი თითქმის 2.3 მილიარდს უტოლდება ყოველთვიურად, რაც amazon.com-ის შედეგის დაახლოებით მეოთხედს შეადგენს.
ტოპ-ხუთეულში ასევე ვხვდებით ელ. კომერციის რეგიონულ მოთამაშეებს: eBay-ისა () და Ozon-ს (). იაპონური Rakuten-ი, კორეული Coupang-ი და ბრაზილიური Mercado Livre უფრო ადგილობრივ ბაზრებზე არიან ფოკუსირებულნი.
forbes.ge