ელჩი შუალედური ანგარიშის გამოქვეყნების შესახებ მიმართვაზე – რაიმეს ნაადრევად გამოქვეყნებას შეიძლება ჰქონდეს დადებითი ან უარყოფითი მხარეები – ჩემი რეკომენდაციაა, მიაღწიოთ პროგრესს სწრაფად, ზაფხულამდე

არ არსებობს დადგენილი პროცედურა და რაიმეს ადრეულ გამოქვეყნება შეიძლება ჰქონდეს დადებითი ან უარყოფითი მხარეები, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ერნსტ პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ სამოქალაქო საზოგადოება ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ოლივერ ვარჰეის შუალედური ანგარიშის გამოქვეყნების თხოვნით მიმართავს.
„მთავარია საქართველომ ცხრა პუნქტის შესრულების კუთხით პროგრესი მიაღწიოს. საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან დაახლოების კუთხით და დარწმუნებული ვარ, რომ ის გააგრძელებს ამ პროგრესს. რისი თქმაც მინდა, არის ის, რომ დეკემბრის საბჭომდე ცოტა დროა, რადგან ზაფხულში კენჭისყრა გვექნება ევროპარლამენტში, იქნება ახალი კომისია. საქართველოს ექნება საკუთარი არჩევნები. ასე რომ, ჩემი რეკომენდაციაა, მიაღწიოთ პროგრესს სწრაფად, ზაფხულამდე“, – აღნიშნა ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვასილ მათითაიშვილი: შეგახსენებთ, რომ ლალი მოროშკინამ თაკო ფხაკაძეს იმიტომ ჩაარტყა ჩანგალი კისერში, რომ მისმა გაზეთმა, პრაიმტაიმმა წლის უგემოვნო ქალბატონად დაასახელა. მოროშკინამ ციხეში 2 კვირა გაატარა

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – ნინო დათაშვილი უჩივის მწვავე ტკივილებს – ამის თანმხლებლად, 2019 წლის დოკუმენტში მითითებულია, რომ აქვს ფსიქო-ემოციური ლაბილობა, ეს არის სიმპტომი, რომელიც კავშირში არ არის შერაცხადობასთან