ელჩის თქმით, გერმანიამ საქართველოსთან 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ ოფიციალურმა ბერლინმა საქართველოსთან 237 მილიონი ევროს პროექტები შეაჩერა.
„გერმანიამ სინანულით შეაჩერა 273 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები საქართველოს სახელმწიფოსთან. ხელისუფლება არ რეაგირებს საქართველოს მიერ ევროპული გზის დატოვებასა და პროტესტების დარბევაზე. შევაჩერეთ ენერგეტიკის, ასევე ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება. დარჩა სამოქალაქო საზოგადოების და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამები“, — წერს ელჩი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გაჩეჩილაძე – ერთ-ერთი საჭიროება, რისთვისაც შექმნეს იუსტიციის სახლი იყო, რომ აღრიცხეს ყველა და ყველაფერი, ვინც კი სუნთქავდა, იმიტომ, რომ არჩევნები ეკონტროლებინათ – აღრიცხულ ადამიანებს ინდივიდუალურად ემუშავებოდნენ

საგარეო უწყება ევროკავშირის დელეგაციის წევრის ქვეყანაში არ შემოშვებაზე – ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას, გვქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის მხარესთან, რის შესახებაც მათ განემარტათ და საკითხი ამოწურულია