ელჩების კონფერენცია გრძელდება – ამბასადორიალზე მთავარი აქცენტი საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე კეთდება

ელჩების კონფერენცია გრძელდება. ამბასადორიალზე მთავარი აქცენტი საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე კეთდება.
დიპლომატიური კორპუსის წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს სტრატეგიულ მოთმინებაზე, რომელიც მომავალ წელსაც პრიორიტეტად სახელდება.
კონფერენციის ფარგლებში იმართება პანელური დისკუსიები და სამუშაო სესიები. შეხვედრის მონაწილეები აფასებენ ქვეყნის წლევანდელ საგარეო პოლიტიკურ მიღწევებს და მსჯელობენ მომავალი წლის სამოქმედო გეგმებზე.
ამბასადორიალი გუშინ პრემიერ-მინისტრმა გახსნა და მომავალ 2024 წელს, ქვეყნის დიპლომატიურ მისიებს საერთაშორისო პარტნიორებთან მეტი კომუნიკაცია და მჭიდრო კავშირების განვითარება სთხოვა. ამბასადორიალი ხვალ დასრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა გელაშვილი: ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ მოსახლეობის ჩართულობით საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ. მშვიდობა საქართველოს და მეტი განვითარება ბორჯომს!

რუსთაველზე მოვდიოდი სამსახურიდან, ვხედავ 50-60 აქციის მონაწილე ჯოგად მოდის, ერთ-ერთმა დაიყვირა – ნახეთ, წინ რუსი მიდის, ეს ბრბო დაესია ტურისტს და რომ არა პოლიციის დროული რეაგირება, ალბათ ადგილზე მოკლავდნენ, მივედი ამ ბიჭთან და ჰოი საოცრებავ – ამერიკის მოქალაქე ლუკ გარეტი