ელისო კილაძის ძმა დეტალურად ჰყვება, როგორ მოხდა მისი დის დაკავება (ვიდეო)

ელისო კილაძის ძმა, გოჩა კილაძე მისი დის დაკავების დღეს იხსენებს და დეტალურად ჰყვება, როგორ მოხდა მისი დაკავება.

სწორედ ის იმყოფებოდა დის გვერდით, როდესაც ის სამართალდამცველებმა წაიყვანეს.

გოჩა კილაძის თქმით, სახლი გაჩხრიკეს, თუმცა რასაც ელოდებოდნენ ის არ დახვდათ და ეკითხებოდნენ სად იყო სეიფები და სამალავები.

დილას ელისო მიდიოდა სასამართლო პროცესზე, ჩამოვაცილე, მძღოლი იყო მოსული, დაურეკა, ჩამოდი, მოვედიო, ველოდებოდით, რომ მძღოლი მანქანას მოაყენებდა, ამ დროს, ფაქტობრივად თავს დაგვესხნენ, გადმოვიდნენ სამართალდამცველები, შავ ფორმაში, სანამ აზრზე მოვიდოდით, პროკურატურის წარმომადგენლები, როგორც თავად განგვიმარტეს და  ამის შემდეგ პროცესს მე ჩამხსნეს, დავცილდით ერთმანეთს. დაკავების შემდეგ სახლში ჩაატარეს ჩხრეკა, რომელიც 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოვითხოვე ადვოკატი და ვუთხარი, რომ მის გარეშე ვერ შევუშვებდი, როდესაც გავუღე ელისოს სახლის კარი, 80 კვადრატს, 6 საათის განმავლობაში, ძალიან გულმოდგინედ, გაჩხრიკეს სახლი. არც ოქროს ზოდები დახვდათ, არც ბრილიანტები, არც ბიტკოინები, იყო 2 მეხსიერების ბარათი, ტელეფონი, კომპიუტერი, რომელსაც იყენებდა გაზეთის თანამშრომლებთან საკომუნიკაციოდ. თავადაც ვერ დამალეს გაოცება, რასაც ელოდნენ და რაც მათი კოლეგების სახლებში აღმოაჩინეს ყველამ ნახა, არ დახვდათ. ამოიღეს 30 ათასი დოლარი, ოჯახის თანხა, ეძებდნენ სეიფებს, რამდენჯერმე მკითხეს , სად იყო, ეძებდნენ სამალავებს, შევთავაზე მოეტანათ ტექნიკური საშაულებები სკანერი, ლაზერი, რაც არის, რომელიც ამ ყველაფერს აღმოაჩნდნენ. 

მე და ჩემი და ცხოვრების განსაკუთრებული ნაწილი ვართ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ მის უდანაშაულობაში, ჩემი დის სახლში თუ დევს 100 დოლარი, ის არის 5 ოჯახის საჭმელის ფული. აქ მე ტრაგედიას ვე ვხედავ, ეს თანხა კატასტროფას არ წარმოადგენს, მისი მეუღლე ფერმეერია, გაყიდა მანქანა და ამ თანხის უმეტესი ნაწილი იყო მისი, – უთხრა “პირველებს“ გოჩა კილაძემ. 

მისივე თქმით, დაისაჯა იმისთვის, რომ სააშკარაოზე გამოიტანა ქოლცენტრების საქმე.