ჟურნალისტი ელისო კილაძე:
2016 წლამდე ოცნება არ იყო ღიად ანტიდასავლური ძალა და ბევრი მხარდამჭერიც ყავდა, 2016 წლიდან დაიწყო რღვევა და გაჩნდა ხელისუფლების შეცვლის(ან კოალიციის შანსი)
2016 წელს გიგა ბოკერიამ გაყო ენმ და ეს შანსი იმ ეტაპზე გაანულა!
2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებზე დავით ბაქრაძის კანდიდატურა დააყენეს და მან მიიღო იმდენი ხმა, რაც გრიგოლ ვაშაძეს პირველ ტურში სჭირდებოდა გამარჯვებისთვის!
2020 წელს გამარჯვება იყო ახლოს, ბოიკოტის პირობებში, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის, სალომე სამადაშვილის, შარლ მიშელის და სხვების დახმარებით ოცნება გადარჩა!
2021 წელს, ერთადერთხელ იყო თბილისის წართმევის და კოალიციური მმართველობის შანსი, მაგრამ მიშას დაბრუნებამ და არჩევნების წინ დაკავებამ რეალობა ააყირავა.
2024 წელს ოპოზიცია მზად არ აღმოჩნდა ხმების დასაცავად, მეტიც ოპერაცია ოქროს გასაღები ჩავარდა და შედეგად, 2025 წელს ორი ბარიერგადალახული პარტია ოცნების მაშველ რგოლად იქცა!
ბატონებო, ხომ არ დადგა დრო თქვენი წარსული კარგად გაიაზროთ და ქართულ პოლიტიკას(ქარვასლას) დაემშვიდობოთ ?!