ჟურნალისტი ელისო კილაძე:
დიდი რუსული გადანაწილება ქართველების მონაწილეობით:
ორი დღის წინ საქართველოში საკუთარი თვითმფრინავით ჩამოფრინდა პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრი და რუსი ოლიგარქი უმარ კრემლიოვი. მისი მასპინძელი იყო ბესო ოსიპოვი, რომელმაც შეახვედრა ხვიჩა მაქაცარიას.
შეხვედრა გაიმართა ჯერ “ამბასადორში”, მერე სუფრა თაბორის პარაგრაფში, სადაც იმყოფებოდა კახი კალაძეც. იმ ბიზნესებს რასაც საქართველოში ოთარ ფარცხალაძე აკონტროლებდა ხვიჩა მაქაცარია გადაიბარებს, კოკა კოლას თემის დალაგება კრემლიოვის პრეროგატივაა, მანვე აიღო თავის თავზე ონლაინ კაზინოების დაკრიშვა, და ოსების მხარეს სიგარეტის კონტრაბანდის დალაგება, რომელიც ადრე გივი ჯალაბაძის ბიზნესი იყო და რომლის ახევასაც უშედეგოდ ცდილობდა ლევან ჯანგველაძე!
მოკლედ, ფარცხალაძის მიმართულებას ჩაიბარებს ხვიჩა მაქაცარია და ბესო ოსიპოვი, რომელიც ასევე კოკა მორგოშიას ძმაკაცია. მორგოშია კრემლიოვს “ამბასადორში” დაალაპარაკა ოსიპოვმა, პარაგრაფში სუფრასთან მისი ადგილი არ მოიძებნა!
ვინ რა მოიგო ლევან ჯანგველაძის მკვლელობით ამ სქემითაც კარგად ჩანს.
რუსეთში ერთი ძმა მოიშორეს, მეორეზე ძებნა გამოაცხადეს, თბილისში ფარცხალაძე ჩაანაცვლა მაქაცარიამ, ჯალაბაძის ბიზნესი დაკრიშა კრემლიოვმა!
სასულიერო იერარქებიდან ვინ ჰყავდათ ჩაყვანილი მოსკოვში, ამასაც, მოგიყვებით მოგვიანებით!
ჩემო კარგო ქვეყანა, რაზედ მოგიწყენია