ელისო კილაძე: ამ ფარისევლების ადგილი არაა პოლიტიკაში და ერთად უნდა ჩავრეცხოთ! სუფთა ადამიანების დროა!

“2013 წლის ზამთრის ბოლოა, დიდი ქოციანობის დრო.ერთ ერთი ბიზნესმენი მოვიდა, ლაშა ნაცვლიშვილი (პროკურორის მოადგილე იყო)ფულის გათეთრების სქემას მიკერავს, სინამდვილეში 15 მილიონ დოლარს მთხოვსო.
ორი არჩევანი მქონდა, ან არ გამეფუჭებია ურთიერთობა ქართულ ოცნებასთან, მიმეღო ყველა სიკეთე, ან ეს კაცი დაჭერას გადამერჩინა.
მე მეორე გზა ვარჩიე. ეს ის დროა, პრემიერის ბრიფინგზე რუსთავი 2 ჩემზე დაყრდნობით რომ სვამს კითხვას, ბიძინა ყველა ბრიფინგზე ათჯერ მაინც მახსენებს და ნაცები გარეთ ვერ გამოდიან, ცოცხებით დასდევს ხალხი!
ის ბიზნესმენი გადარჩა, ლაშა ნაცვლიშვილი მოხსნეს, ჩემი და ოცნების გზები გაიყო და დაიწყო დაუმთავრებელი ბრძოლა !
ამ დროს, იყო ხალხი რომელიც პირველივე დღიდან გარიგდა, დალაგდა, ბიზნესები გაიყვეს, დაფინანსებები მიიღეს. ხმა არ გაუღიათ, ზოგმა ჩვენებები მისცა, ზოგმა ტრ@@@ი, ცხოვრობდნენ მშვიდად, ბედნიერად.
მესამე ვადით რომ გაუპრავეს ქოცებს , მეოთხე ვადის წინ ჩირგვებიდან გამოძვრნენ, მორალური პედესტალიდან დაიწყეს დამოძღვრა და მზადება უკანალების თბილად მოსადებად ახალ მთავრობაში !
ჰოდა, ასეთი ხალხისთვის ღირდა ჩვენი ბრძოლა?
იმ ხალხისთვის რომლებიც დესპანს დესპანზე აგზავნიდა ქოცებთან, ოღონდ სამსახურებში დაგვტოვე და ენმ-ს შიგნიდან დაგაშლევინებთო?
ამ ფარისევლების ადგილი არაა პოლიტიკაში და ერთად უნდა ჩავრეცხოთ‼️
სუფთა ადამიანების დროა‼️” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი

ასევე დაგაინტერესებთ