ელინა ვალტონენი – სამშვიდობო პირობები, რომლებიც მხოლოდ რუსეთის, როგორც უკანონო აგრესიული ომის ინიციატორის, ინტერესებს ითვალისწინებს, არც სამართლიანია და არც მდგრადი მშვიდობის საფუძველი

მივესალმებით ყველა ძალისხმევას, რომელიც მიმართულია რუსეთის აგრესიული ომის დასრულებისა და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისკენ, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი ჰქონდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჟან-ნოელ ბაროსთან, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ივეტ კუპერთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რადოსლავ სიკორსკისთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასთან და პოლიტიკურ დირექტორებთან გერმანიიდან და იტალიიდან.
„მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ საბოლოოდ გადაწყვიტონ, თუ რომელ პირობებს მიიჩნევენ სამართლიანად. სამშვიდობო პირობები, რომლებიც მხოლოდ რუსეთის, როგორც უკანონო აგრესიული ომის ინიციატორის, ინტერესებს ითვალისწინებს, არც სამართლიანია და არც მდგრადი მშვიდობის საფუძველი”, – წერს ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
მისი თქმით, ევროპული ქვეყნები ევროპულ ქვეყნებთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად.
„გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთზე ზეწოლას, რათა მან დაასრულოს ომი, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და დაიწყოს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მოლაპარაკება“, – წერს ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა