ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს – ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ დემონსტრაციას დააკვირდეთ – ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ს ფინეთში იწვევს.
„საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. იგივე ეხება ეუთო-ს ყველა მონაწილე ქვეყანას. იმისთვის, რომ ხალხმა შეძლოს ამ უფლების გამოყენება, მათ სიტყვის თავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი სჭირდებათ, რათა სხვადასხვა პოლიტიკური ვარიანტებიდან არჩევანი გააკეთონ“, – წერს ელინა ვალტონენი X-ზე.
ამასთან, ვალტონენს მაგალითად ჰელსინკის დასკვნითი აქტის (1975) ორი მუხლი მოჰყავს.
„ამ სულისკვეთებით, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე და ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან 50 წლის შემდეგ, მე ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას დააკვირდეთ.
P.S. ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია“, – მიმართავს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ს.