ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეუთო-ს თავმჯდომარე, ელინა ვალტონენი ირაკლი ს მიმართავს.
ვალტონენი წერს, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.
ის მოუწოდებს კობახიძეს, ეწვიოს ფინეთს, შეხვდეს თავისუფალ მედიას და დაესწროს მისთვის სასურველ დემონტრაციას.
“საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. იგივე ეხება ეუთო-ს ყველა მონაწილე სახელმწიფოს. იმისათვის, რომ ხალხმა შეძლოს ამ უფლების გამოყენება, მათ სჭირდებათ სიტყვის თავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი პოლიტიკური ალტერნატივებით.
ჰელსინკის საბოლოო აქტი (1975):
[წევრი სახელმწიფოები] იღებენ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ და წაახალისონ ყველა ინდივიდისთვის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და სხვა უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტური განხორციელება.
ისინი ადასტურებენ, რომ ეს უფლებები და თავისუფლებები გამომდინარეობს ადამიანის თანდაყოლილი ღირსებიდან და აუცილებელია თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოებების განვითარებისთვის.
ამ სულისკვეთებით, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე, ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან 50 წლის შემდეგ, გეპატიჟებით თქვენ, ს, ჩამოხვიდეთ ფინეთში, შეხვდეთ თავისუფალ მედიას და დაესწროთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას”, – წერს ის.
15 ოქტომბერს ოცნების მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომ კობახიძემ საქართველოში მყოფ ვალტონენთან შეხვედრა “კანონსაწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე გასვლის გამო” გააუქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შეხვედრა თავად ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუქმა.