ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის წარმომადგენლები ლოზუნგებით: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!” “ვითხოვთ ახალ არჩევნებს!” მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბნენ

ელექტრონული მუსიკის სცენისა და საკლუბო კულტურის წარმომადგენლები მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ საპროტესტო აქციას ელექტრონული მუსიკის ფონზე მართავენ.
მუსიკოსებს ადგილზე მიტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!” “ვითხოვთ ახალ არჩევნებს!” “ქლაბერები მოდიან” და ა.შ. ამასთან, აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საპროტესტო ბანერი, რომელზეც იმ ადამიანების ფოტოებია, რომლებიც თბილისში ბოლო დღეებში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაშავდნენ და ცემეს.
ისინი მალე საპროტესტო მსვლელობას დაიწყებენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით და პარლამენტთან დიდ აქციას შეუერთდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – დედა რომ გარდაიცვლება და თან მიაქვს დარდი უდანაშაულოდ დაპატიმრებული შვილისა, თუ პასუხისმგებლობის ნატამალს არ გრძნობს ის, ვისი ბრალიცაა, ნიშნავს, რომ ძალიან ჩამოშორდნენ ქართულ ფასეულობებს – გარუსება სხვა კი არაფერია