კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ–ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია:
მსოფლიო ისოტრიას არ ახსოვს პრეცედენტი წინასწარ გამოცხადებული რევოლუციის. განა იმიტომ, რომ ვინმეს ჭკუა აკლდა ან ვერ მოიფიქრა, იმიტომ, რომ რევოლუცია არის ბუნებრივი პროცესი, სადაც იდეისთვის მებრძოლი ხალხის ბრძოლა რაღაც მომენტში აღწევს კულმონაციას.
ყველა, ვინც აცხადებს წინასწარ ამ დროს იქნება რევოლუციაო არის უბრალოდ კომიკური მატყუარა, სასარგებლო იდიოტი ან ქოცი და სუსი. ჩემი საქმე არაა რა მოტივაციით აფუჭებენ საქმეს, ჩემთვის მთავარია ხალხს არ მოვატყუოთ. ხალხს, რომელიც ციხეშია, ხსლხს რომელიც ამდენი დღე დგას და აე ნებდება, ხალხს, ვინც საკუთარი თავის ხარჯზე იბრძვის.ამასთანავე, 4 ოქტომბერი არის ბიძინას მოგონილი თარიღი, სიყალბე და ბიძინას თამაში. საერთოდ არ მაინტერესებს 4 ოქტომბერი, ყოველ დღე უნდა ვქნათ ისე, რომ სისტემა დაემხოს, 30 ივლისსაც, 31 საც და ყოველ დღე. ყველაფერი უნდა ჩავდოთ ბრძოლაში.19 მა ივლისმა ანახა, რომ პროტესტი კონსოლოდირებულად მუშაობს. 2 ში ბათუშიც ვანახებთ და არ გავჩერდებით, სანამ სისტემა არ დასრულდება ამ შიდა და გარე ზეწოლით. თარიღს ვერ გეტყვით, უბრალოდ მატყუარა არ ვარ. მაგრამ გეტყვით, რომ სანამ ეს არ მოხდება არ გავჩერდებით.წინააღმდეგიბა დგას: 1. ართანამშრომლობაზე 2. დლეეგიტიმაციაზე 3. სოციალურ იზოლაციზე 4. საერთო სახალხო უწყვეტ და მშვიდობიან და მძლავრ პროტესტზე 5. საერთაშორისო ზეწოლაზედა კიდე ვინმე თუ ფლობს ამ ჯადოსნურ ჯოხს, რომელიც ერთ კონკრეტულ დღეს რევოლუციას ახდენს 4 მდე რატომ ინახავთ?არ შეიძლება ასე მოქცევა საკუთარ საზოგადოებასთან და არც საკუთარ სინდისთან.
დღეს ნაციონამური მოძრაობის თავმჯდომარემ კარგად ჩამოაყალიბა ბრძოლის ხედვაც და შემართებაც, პასუხისმგებლობით და გააზრებით, პრინციპულობით. ამაზე დგას სანდო პარტნიორობა.
ცნობისთვის, ენმ-ის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, განაცხადა
“ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად ფართო საპროტესტო საპროტესტო ფრონტის შექმნა და შეტევითი, ოღონდ მშვიდობიანი მოქმედებებით ხელისუფლებს შეცვლა. ყველა, ვინც სხვა რამეს ქადაგებს ან ივანიშვილის მოგზავნილია, ან უბრალოდ პროვოკატორი. დღეს გამარჯვების გზა გადის საერთო სახალხო, მასშტაბურ და მშვიდობიან პროტესტზე, სადაც ყველა აქტორი და განსაკუთრებით პოლიტიკური და საზოგადოებრივი ლიდერები უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებიან თითოეულ მათ სიტყვა. რევოლუციის თარიღი ხელოვნურად არ იკიდება და წინმსწრებად არ ანონსდება. ფსონი ერთ თარიღზე არ უნდა დაიდოს და საზოგადოების მოლოდინების არასწორი მართვა არის სრულიად გაუმართლებელი. ეს არის ჩემი აზრით უპასუხისმგებლობა”