ელენე ხოშტარია – გახარია პირველივე დღიდან ამბობდა, რომ ართანამშრომლობის და არაღიარების პრინციპს იზიარებდა, თუმცა ყველაზე პრინციპულ მომენტში მან ამ პოზიციას უღალატა – იმდენი წითელი ხაზი გადაკვეთეს, რომ საინტერესო არ არის როგორ მოიქცევიან

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, გიორგი გახარიას გუნდმა უღალატა ოპოზიციის ძირითად პრინციპს – არაღიარებისა და არათანამშრომლების პოლიტიკას.
როგორც ხოშტარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, გიორგი გახარია პირველივე დღიდან იზიარებდა ოპოზიციურ მიდგომებს, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მათზე უარი თქვა.
„გახარია პირველივე დღიდან ამბობდა, რომ არ თანამშრომლობის და არაღიარების პრინციპს იზიარებდა, თუმცა ყველაზე პრინციპულ მომენტში მან ამ პოზიციას უღალატა. როდესაც შიგნით იყო დისკუსია გახარიას პარტია არ ამბობდა, რომ აპირებდნენ [ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში] მონაწილეობას. იმდენი წითელი ხაზი გადაკვეთეს, რომ საინტერესო არ არის როგორ მოიქცევიან. მათ ძალა არ ეყოფათ, რომ ამ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია მიანიჭონ“,- განაცხადა ხოშტარიამ.
რაც შეეხება ოპოზიციის გეგმას, ხოშტარიას თქმით, ოპოზიციის სამოქმედო გეგმა უკვე ფორმირებულია და სამი ძირითადი მიმართულებით ვითარდება და ეს არის: პოლიტიკური კონსოლიდაცია, საერთო სახალხო პროტესტის გაძლიერება და საერთაშორისო წნეხი.
„რაც შეეხება გეგმას, რა თქმა უნდა, არის გემა. პირველი ეს არის პოლიტიკური კონსოლიდაცია და იმ ალტერნატივის შექმნა, რაზეც ვლაპარაკობდით. ამ დროისთვის უკან უნდა დავტოვოთ ეს არსებითი განსხვავებაც. შევქმნათ ალტერნატიული ცენტრი, რომელიც დიდ იმედს მოიტანს. ეს იქნება იმედის ახალი ტალღა, რადგან ჩვენ პარტნიორებს ეცოდინებათ, რომ იქნება დასანქცირება, აღიარება თუ ხელის ჩამორთმევა და ა.შ მათ აქ ეყოლებათ პარტნიორი.
მეორე არის ის, რომ საზოგადოებას, ბიზნეს, პროტესტს, მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ იმედი. როგორც ჩვენ მათ ვპირდებოდით, რომ შევძლებდით კოალიციურ მმართველობას, ახლა უნდა ვანახოთ, რომ შეიძლება მთავრობაში არ ვართ, მაგრამ პროცესების მართვა კოალიციურად შეგვიძლია.
მესამე, ეს არის საერთო სახალხო პროტესტი, რომელსაც ასევე სჭირდება პოლიტიკური მხარდაჭერა და იმ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან, სჭირდებათ ზრუნვა. საზოგადოების პროტესტი ძალიან წარმატებულად მიდის, რომლის შედეგებია სანქციები და სისტემის რყევა, თუმცა პროცესს სჭირდება შეაღწიოს ქვეყნის რუტინულ ცხოვრებაში“,- განაცხადა ხოშტარიამ.
მისივე თქმით, ხელისუფლების რყევის მთავარ მიზნად რჩება სისტემის დემოტივირება და საყრდენის გამოცლა.
„ჩვენი მიზანია სისტემის რყევა, გადაღლა, შეცდომების გამო დემოტივირება და სისტემის იმ საყრდენების გამოცლა, რომელზეც დგას. ამ ყველაფერს სამი რამ სჭირდება: პროტესტი, ისე რომ გავაქროთ ილუზია, თითქოს კრიზისი არ არის. მეორე, მეტროში შესული პროტესტი, რომელიც არის დამატებითი დატვირთვა პოლიციისთვის. შემდეგი კომპონენტი არის პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა. ჩვენ ვიძახით, რომ ისინი არალეგიტიმურები არიან, მაგრამ ჩვენ უნდა ვანახოთ ლეგიტიმური – როგორ გამოვიყურებით, ვინ ვართ და რას ვთავაზობთ საზოგადოებას. და ასევე ეს არის გარე წნეხი – სანქციები, რომელიც ამ კომპონენტების გარეშე ვერ იმუშავებს“,- განაცხადა ხოშტარიამ.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებებისა, ოპოზიციამ პრინციპულ საკითხებზე ერთიანი პოზიციის შენარჩუნება შეძლო.
მისი თქმით, შეთანხმება ყოველთვის არსებობდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პროტესტის გარშემო ერთიანობა, პარლამენტში არშესვლა და არაღიარების პოლიტიკა, რაც მათ მიერ საპარლამენტო კომისიაში არმისვლაშიც აისახა.
„მიმაჩნია რომ პრინციპულ საკითხებზე ოპოზიციამ ყოველ ჯერზე შეძლო შეთანხმება. მიხედვად კამათისა პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება ყოველთვის იყო. ეს არის: პროტესტის გარშემო ერთიანობა, პარლამენტში არ შესვლა, არ აღიარების პოლიტიკა, რომლის გამოხატულებაც იყო კომისიაზე არ მისვლა. ამიტომ, ვერ ვიტყოდი, რომ ოპოზიცია არ არის ერთიანი, თუმცა ეს არ არის ერთიანობის საკმარისი ხარისხი, რომელიც ბრძოლას სჭირდება“,- განაცხადა ხოშტარიამ.
მისი თქმით, „ლელოს“ წარმომადგენლებმაც მხარი დაუჭირეს მოთხოვნას ერთდროულად ახალი საპარლამენტო სა და ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებაზე.
ხოშტარიამ იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში ოპოზიცია კვლავ ერთიანი პოზიციით იმოქმედებს და „ლელოც“ არ დაარღვევს შეთანხმებას, რომლის ნაწილიც თავადაც იყო.
„პლატფორმაში განსხვავებული მოსაზრებები იყო ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე. ეს იყო საკითხი, რაზეც თავიდანვე ვერ შევჯერდით. კოალიციის სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებით მე მიმაჩნდა, რომ ამ პოზიციამდე მივიდოდით და პლატფორმაზე უარის თქმა არ გახდებოდა საჭირო. თუმცა, 26 მაისს, ჩვენ, მათ შორის, „ლელოც“ მივედით იმ წერტილამდე – საერთო პოზიცია შევიმუშავეთ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან კარგად ჩამოაყალიბა პრეზიდენტმა – ეს არის ს კონტროლს მიღმა ახალი არჩევნები, ხოლო ახალთან ერთან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ამას მოაწერა „ლელომაც“ ხელი.
ეს კრიზისი, რომელიც არის, იმედი მაქვს რომ გადაილახება იმით, რომ ოპოზიცია ამ გამოწვევასაც ერთიანი პოზიციით შეხვდება და ამ რამდენიმე დღიანი გაუგებრობისა „ლელო“ არ დაარღვევს საერთო პოზიციას, რომლის ნაწილიც იყო 26 მაისს“,- განაცხადა ხოშტარიამ.