ელენე ქაიხოსროშვილი: რაც ეხლა ხდება ქუჩაში, ეს არის ბეჭდების მბრძანებელიც, ჰარი პოტერიც და stranger things-იც, ხალხო, ოღონდ, ჩვენებურად

სამოქალაქო აქტივისტი, ელენე ქაიხოსროშვილი:

რუსთაველის მარშებმა როგორი განვითარებაც მონახა ბოლო დღეებში, არის მშვიდობიანი პროტესტი at its finest!

მორბენალი და დაქანცული პოლიციელები, მათთან გათამამებული მოქალაქეები, სირბილი, გადასწრება, ჭკუაში მოგება, მხიარულებაც, სერიოზულობაც, მათი “მეთოდური” სტრატეგიის აბსურდულობის ჩვენებაც

რუსთაველის პროტესტი ამ წუთას ზუსტად გამოგვხატავს ჩვენ! ზუსტად ისეთია ეს პროტესტი, როგორებიც ჩვენ ვართ, ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ი!

აბსურდში გამხიარულებულები.

რეპრესიებში გათამაბებულები.

რეპრესიების წინააღმდეგ იუმორით და მშვიდობიანად მებრძოლები.

ძალადობის წინააღმდეგ შეუჩერებლები.

თან გართობა, თან ბრძოლა, თან სიცილი, თან პროტესტი!!!

რაც ეხლა ხდება ქუჩაში, ეს არის ბეჭდების მბრძანებელიც, ჰარი პოტერიც და stranger things-იც, ხალხო, ოღონდ, ჩვენებურად

რუსთაველის მარშები ყველაფერია, რასაც ბავშვობაში უყურებდით და თამაშობდით

სინდისის პატიმრები ამას უყურებენ, ამაყობენ და იხევიან სიცილით ალბათ

მტერს არ გავაცინებთ! ჩვენით ვიცინებთ ბევრს და ამ სიცილ-სიცილში ძალიან გავძლიერდებით

გამოდით რუსთაველზე საღამოობით, რომ არ გამორჩეთ ამ ისტორიულ, ლაღ, მართალ, სუფთა თავგადასავალს.

ასევე დაგაინტერესებთ

გედევან ფოფხაძე – შიმშილობას აგრძელებს 8 ადამიანი, ყველას მდგომარეობა ნორმალურია – ჩვენი პროტესტით სათქმელი უნდა ვუთხრათ ადამიანებს, რომ გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და დავასრულოთ რეჟიმთან თანაცხოვრებაზე ფიქრი

ნიკოლოზ სამხარაძე – ოპოზიციას, რომელსაც მარტივ განცხადებასაც კი ვიღაც უწერს და შემდეგ ამ განცხადებით საზოგადოებას ესაუბრებიან, შანსი ვერ ექნება, რომ ხელისუფლებას ოპონირება გაუწიოს – იმედია, მალე ასეთი ძალები ქართულ პოლიტიკაში აღარ იქნებიან