ელემენტარული კანონების უცოდინარმა „პრეზიდენტმა” – რამე რეფერენდუმი ხომ არ გამომეცხადებინაო

ელემენტარული კანონების უცოდინარმა „პრეზიდენტმა” – რამე რეფერენდუმი ხომ არ გამომეცხადებინაო
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას ეხება. პრეზიდენტმა, ამჯერად, თემაზე რა არის საქართველოს საგარეო არჩევანი, რეფერენდუმის ჩატარების სურვილი გამოთქვა. დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ინიციატივას აფასებს და პოსტში იუმორნარევი ფორმით მოყავს ამ ინიციატივაზე სხვადასხვა პოლიტიკოსის გამოხმაურება.
„ძილისპირული ერთი ზურაბიშვილის დაწერილ კონსტიტუციას დამასწროო – ინატრა გუშინ იაგო ხვიჩიამ. ერთი მის მიერ ნებისმიერი დაწერილი რამის წაკითხვას მოგვასწროო – ვინატრეთ ჩვენ. ამასობაში კი, ელემენტარული კანონების უცოდინარმა “პრეზიდენტმა” – რამე რეფერენდუმი ხომ არ გამომეცხადებინაო, მაგალითად თემაზე: მე უფრო ჭკვიანი ვარ თუ ლამაზი. რაის რეფერენდუმი, ამას პეპლები ხომ არ აწუხებენ მგრძნობიარე ტანში – გაუკვირდა უცხო ქვეყნის აგენტ დეკანოიძეს. ოოო, ამოიღო ხმა მომაკვდავმა დემენციანტმა – ეგ უბრალო აგენტი არ გეგონოთო, ავაკოვზე სასწაულ ინფორმაციებს მაწვდიდაო თავის დროზე. დღის ბოლოს კი, ელისო კილაძის ბუდეს გუგულმა გადაუფრინა და ყველამ მშვიდად დაიძინა – მტერმაც და მოყვარემაც. ქატო აქეთ, რუსული ფქვილი იქეთ. ვსიო!“ – წერს დავით ქართველიშვილი.
Previous: ზელენსკიც კი უკვე ეჭვებშია, ჩემს ზურგს უკან რუსეთსა და დასავლეთს შორის უკრაინაზე მოლაპარაკება ხდებაო – უკრაინა ახლა აღარ აღელვებთ ამ ადამიანებს [ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს], უკრაინული დროშებით ბრიფინგს ბრიფინგზე რომ ატარებდნენ

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა