ეკონომიკურმა საბჭომ 500 მეგავატამდე სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე გადაწყვეტილებები მიიღო

სადაზღვევო სექტორსა და საპენსიო დაზღვევის სფეროში განსახორციელებელი რეფორმები, ენერგეტიკულ პროექტებში დაგეგმილი ინვესტიციები და საპრივატიზაციო გეგმები ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განიხილეს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სხდომაზე ყურადღება დაეთმო ენერგეტიკულ პროექტებში ინვესტიციების განხორციელებას.
„პრემიერ-მინისტრმა მ ხაზი გაუსვა ქვეყანაში ამ კუთხით არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მნიშვნელობას. საბჭომ ჯამურად 500 მეგავატამდე სიმძლავრის ენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილებები მიიღო.
ეკონომიკური საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების რეფორმის კონკრეტულ დეტალებზე და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტების დამტკიცებაზე, რომელიც მთავრობას უახლოეს პერიოდში წარედგინება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.