ეკონომიკური კრიზისი ვრცელდება რუსეთის რეგიონებში და ბიზნესი კატასტროფულ კლებას აჩვენებს – გოგიტა სურამელაშვილი

ეკონომიკური კრიზისი ვრცელდება ს რეგიონებში და ბიზნესი კატასტროფულ კლებას აჩვენებს. – ამის შესახებ საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ანალიტიკოსი, გოგიტა სურამელაშვილი წერს.
მისი თქმით, რუსეთის რიგი რეგიონების მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, კომპანიებმა და საწარმოებმა ჯამურად საგრძნობი ზარალი აჩვენა.
„ხანტი-მანსიისკის ავტონომიურ ოლქის კომპანიების ჯამურმა ზარალმა, სადაც არის მსხვილი ენერგეტიკული კომპანიები, 2025 წლის პირველ კვარტალში, 414 მილიარდი რუბლი შეადგინა
.მურმანსკის ოლქში, 2025 წლის იანვარ-თებერვალში, კომპანიების ჯამურმა ზარალმა შეადგინა 32,7 მილიარდი რუბლი.
2025 წლის თებერვალში, ნიჟნინოვგოროდის ოლქის კომპანიების ჯამურმა ზარალმა 8 მილიარდ რუბლზე მეტი შეადგინა.
ორლოვის ოლქში, 2025 წლის იანვარ-თებერვალში, კომპანიების ჯამურმა ზარალმა 2,5 მილიარდი რუბლი შეადგინა.
ეს მხოლოდ რამოდენიმე რეგიონის მონაცემია და ანალოგიური სიტუაცია ბევრ რეგიონშია.
საწარმოების ზარალიანობა გამოიწვევს საშემოსავლო გადასახადის აკრეფის მკვეთრ შემცირებას, რაც რეგიონულ ბიუჯეტებში ხვრელებს წარმოქმნის.
ამასთან, მოსალოდნელია საწარმოების გაკოტრებები და სამსახურებიდან მასობრივი გათავისუფლებები“, – წერს სურამელაშვილი.