ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

მომავალ კვირას ინვესტორთა ყურადღების ცენტრში პლანეტის უმსხვილესი კომპანიები იქნებიან. მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური გიგანტების მიერ წარმოდგენილი შედეგები იქნება. მეოთხე კვარტლის ფინანსურ მაჩვენებლებს შემდეგი კომპანიები გაგვაცნობენ: Netflix, Intel, Capital One, 3M, J&J, Charles Schwab, P&G, United Airlines, Prologis და Abbott Laboratories.

გარდა ამისა, მომავალ კვირას -ის სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინფორმაციას ეკონომიკურ ზრდასთან, უმუშევრობასთან, ვაჭრობასთან და საბაზისო ინფლაციასთან დაკავშირებით წარმოადგენს.

ასევე, ინვესტორთა ყურადღების ცენტრში იქნება იაპონია, რომელიც ჯერ ინფლაციური მონაცემებს განაახლებს და შემდგომ მისი ცენტრალური ბანკი მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს. სავარაუდოდ, მარეგულირებელი ორგანო განაკვეთს უცვლელად დატოვებს.

მომდევნო კვირის დასაწყისი დატვირთული იქნება ჩინეთისთვისაც, რომელიც ეკონომიკურ ზრდასთან, ინდუსტრიულ წარმოებასთან და ადგილობრივ გაყიდვებთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკას წარმოადგენს, რომელსაც ინვესტორები ყურადღებით აკვირდებიან.

რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:

  • საგარეო ვაჭრობა (2025 წლის წინასწარი)
  • ადგილობრივი ექსპორტი (2025 წლის წინასწარი)
  • სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2025 წლის დეკემბერი)
  • მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი (2025 წლის დეკემბერი)
  • ექსპორტის ფასების ინდექსი (2025 წლის დეკემბერი)
  • საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (2025 წლის IV კვარტალი)

წყარო