ეკონომიკის და დანაშაულთან ბრძოლის საკითხებში კლებულობს ტრამპის უპირატესობა ჰარისთან შედარებით – Reuters/Ipsos

ეკონომიკის და დანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე -ის ამომრჩევლებში იკლებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ს უპირატესობა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან მიმართებით – ამას აჩვენებს 27 აგვისტოს გავრცელებული გამოკითხვის შედეგი.
Reuters/Ipsos-ის მიერ 23-25 აგვისტოს ჩატარებული გამოკითხვით, ეკონომიკის და დასაქმების საკითხებთან ტრამპის მიდგომებს უპირატესობას ანიჭებს რეგისტრირებული ამომრჩევლის 43%, ჰარისისას – 40%, რაც 3%-იანი განსხვავებაა. Reuters/Ipsos-ის მიერ ივლისის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვით, ტრამპს ეკონომიკის საკითხებზე 11%-იანი უპირატესობა ჰქონდა.
დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში, ჰარისს და ტრამპს 40-40%-იანი მხარდაჭერა აქვთ, თანაბრად. თუმცა ჰარისის მაჩვენებელი ამ კატეგორიაშიც გაუმჯობესებულია – ივლისის გამოკითხვაში ის აქ ტრამპს 5%-ით ჩამორჩებოდა.
წყარო: რადიო თავისუფლება

ასევე დაგაინტერესებთ