ეკონომიკის და დანაშაულთან ბრძოლის საკითხებში კლებულობს ტრამპის უპირატესობა ჰარისთან შედარებით – Reuters/Ipsos

ეკონომიკის და დანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე -ის ამომრჩევლებში იკლებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ს უპირატესობა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან მიმართებით – ამას აჩვენებს 27 აგვისტოს გავრცელებული გამოკითხვის შედეგი.
Reuters/Ipsos-ის მიერ 23-25 აგვისტოს ჩატარებული გამოკითხვით, ეკონომიკის და დასაქმების საკითხებთან ტრამპის მიდგომებს უპირატესობას ანიჭებს რეგისტრირებული ამომრჩევლის 42 პროცენტი, ჰარისისას – 40 პროცენტი, რაც 3-პროცენტიან განსხვავებას შეადგენს. Reuters/Ipsos-ის მიერ ივლისის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვით ტრამპს ეკონომიკის საკითხებზე 11-პროცენტიანი უპირატესობა ჰქონდა.
დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში, ჰარისს და ტრამპს 40-40 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვთ, თანაბრად. თუმცა ჰარისის მაჩვენებელი ამ კატეგორიაშიც გაუმჯობესებულია, ივლისის გამოკითხვაში ის აქ ტრამპს 5 პროცენტით ჩამორჩებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლადო აფხაზავა: მჭირდება მოხალისეები, რომლებიც სტიქიის დროს საკვების გარეშე დარჩენილ მოხუცებს (და ასეთი ჩვენს მუნიციპალიტეტში ბევრია) ან ნებისმიერ ოჯახს, რომელსაც ეს პრობლემა შეექმნა, მიაწვდის გამზადებულ საკვებს

ლალი მოროშკინა: ახლა რომ აბრალებთ მთავრობას, ბიძინა ივანიშვილს, სავსე მთვარეობას, ილონ მასკს, ყველას და ყველაფერს საკუთარი თავის გარდა, განა რა ხდება ისეთი, რაც ჩვენს ბავშვობაში არ მომხდარა?