ეკონომიკის განვითარების დონეზეა დამოკიდებული ყველაფერი, მათ შორის ქვეყნის შიგნით ჩვენი ეროვნული ინტერესების რეალიზება, საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება, აქედან გამომდინარე, მომავალშიც ბუნებრივია, ეკონომიკურ ზრდას მიენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკა იზრდება უფრო სწრაფი ტემპით, ვიდრე ამას წინასწარმეტყველებდა სავალუტო ფონდი.
„სავალუტო ფონდმაც გაზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ჩვენი ქვეყნის მიმართ, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. საბოლოო ჯამში ეკონომიკის განვითარების დონეზეა დამოკიდებული ყველაფერი, მათ შორის ქვეყნის შიგნით, ჩვენი ეროვნული ინტერესების რეალიზება, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება, აქედან გამომდინარე, მომავალშიც ბუნებრივია, ეკონომიკურ ზრდას მიენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს
