„ეკოვუდი“ – 10 წლისაა!
წელს კომპანია „ეკოვუდი“ თავისი საქმიანობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ეს არ არის მხოლოდ თარიღი — ეს არის დიდი შრომის, განვითარების და ერთგულების ათწლიანი გზა.
ყველაფერი დაიწყო იდეით – შექმნილიყო ეკოლოგიური, ჯანსაღი და სანდო კომპანია იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებრივი საცხოვრებელი სივრცე.
ჩვენი სლოგანი — „მეტი ეკოლოგია ჩვენს საცხოვრებელ სივრცეში“ — დღემდე განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობას.
დღეს „ეკოვუდი“ ამაყობს, რომ მისი პროდუქცია სანდოა როგორც ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის, ისე სამშენებლო კომპანიებისთვის.
ათი წლის განმავლობაში:
– შევქმენით ძლიერი და პროფესიონალი გუნდი,
– გავაფართოვეთ წარმოება და დავნერგეთ თანამედროვე ტექნოლოგიები,
– ჩამოვაყალიბეთ მტკიცე მიწოდების ჯაჭვი,
– ხელი შევუწყვეთ ხის ნარჩენების რაციონალურ გამოყენებას.
რაც მთავარია — შევინარჩუნეთ ფასეულობები, რომლებიც თავიდანვე გვამოძრავებდა, ეს არის ხარისხი და საიმედოობა — როგორც პროდუქციის, ასევე ადამიანურ ურთიერთობებში.
კომპანიამ 2022 წელს განახორციელა ₾1 700 000 ინვესტიცია, ნატახტარში აშენდა 8000 კვ.მ ზე სასაწყობე მეურნეობა და გაიმართა საწარმოო ხაზი.
ჩვენთვის ეს საიუბილეო თარიღი მხოლოდ წარსულის შეფასება არაა, ეს ახალი მიზნების დასახვის დროა: მეტი ეკოლოგია, მეტი ინოვაცია ჩვენი საერთო მომავლისთვის.
რაც მთავარია, მადლობა ყველა ჩვენს მომხმარებელსა და პარტნიორს! სწორედ თქვენი თანადგომა გვაძლევს ძალას კიდევ უფრო მეტი შევქმნათ.
იუბილე „ეკოვუდში“ – უპრეცედენტო ფასდაკლებები და საჩუქრები !
დაბადების დღის აღნიშვნა მხოლოდ სიტყვებით არ შემოიფარგლება — ჩვენთვის თითოეული მომხმარებელი მნიშვნელოვანია, ამიტომ გთავაზობთ უპრეცედენტო ფასდაკლებას:
13, 14 და 15 ივნისს გთავაზობთ -20%-იან ფასდაკლებას სხვადასხვა ხის სახეობისგან დამზადებულ პროდუქციაზე:
– 13 ივნისი – ფიჭვის მასალა;
– 14 ივნისი – ლარიქსი;
– 15 ივნისი – ტროპიკული ხე.
გარდა ამისა, სამი დღის განმავლობაში -25%-იანი ფასდაკლება ყველა საჭირო ხის დაცვით და დასამუშავებელ საშუალებაზე:
– დამცავი ლაქები;
– ზეთები და საღებავები;
– ანტისეპტიკები;
– ცეცხლსაწინააღმდეგო ხსნარები.
ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, განაახლოთ თქვენი პროექტები, მოიმარაგოთ ხარისხიანი პროდუქცია და დაზოგოთ ბიუჯეტი.
და კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზი: ჩვენი მე-100 მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს ეკო-სკუტერს! (გაიცემა ორი ელექტრო სკუტერი)
გელოდებით ჩვენთან, იქ სადაც ხე მეორე სიცოცხლეს იწყებს!