„ეკლესიის მარცხს არ მისცეთ საშუალება, ღმერთს დაგაშოროთ“ – რომის პაპი

„არ მისცეთ საშუალება ეკლესიის მარცხს, ღმერთს დაგაშოროთ“ – ასე მიმართა პონტიფიკოსმა შობის დღესასწაულზე მრევლს. შობის სადღესასწაულო მესა რომის პაპმა ტრადიციულად ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში აღავლინა.
“შობის დღესასწაული გვახსენებს, რომ ღმერთი განაგრძობს ყოველი ჩვენთაგანის სიყვარულს. ჩვენ შორის ყველაზე უღირსებისაც კი. მე, თქვენ, თითოეულ ჩვენთაგანს, დღეს ის გვეუბნება, – „მე შენ მიყვარხარ და მუდამ მეყვარები, შენ ჩემთვის ძვირფასი ხარ!“
ღმერთს უბრალოდ და მარტივად უხვარხარ და არა იმის გამო, რომ შენ სწორად ფიქრობ და მოქმედებ. მისი სიყვარული უპირობოა, მისი სიყვარული არ არის შენზე, შენს მოქმედებებზე, ფიქრებზე დამოკიდებული. შესაძლოა შენ გქვს მცდარი იდეები, შესაძლოა შენ უამრავი ცუდი რამ გააკეთე, მაგრამ ღმერთი განაგრძობს შენს სიყვარულს,” – განაცხადა პაპმა.
წმინდა პეტრეს ბაზილიკაში მესას ათასობით ადამიანი დაესწრო. ასობით ათასმა ადამიანმა, პაპი ფრანცისკეს სიტყვები, ვატიკანში დამონტაჟებული მონიტორებიდან მოისმინა. პაპის საშობაო მესას მსოფლიოში რამდენიმე მილიარდი ადამიანი ადევნებს თვალს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ისტორიის გაყალბება დაუშვებელია – 1616 წელი ტრაგედიაა და არა “ჩამოსვლა”! – როგორც ფერეიდნელი ქართველი, რომლის წინაპრებიც 1616 წელს შაჰ აბას I-ის მიერ იძულებით გადაასახლეს ირანში, მინდა საჯაროდ გამოვხატო ჩემი პოზიცია