,, ეკლესიაში რამეზე საღებავის შესხმა არასწორი საქციელია” – გია ბარამიძე

,,ნაცმოძრაობის” წევრი, გია ბარამიძე:
,,სამებაში სტალინის ხატი ცხადია ქრისტიანობის შეურაცხმყოფელია და ვინც იქ ეს ხატი იქ დადო, მან ჩვენს ეკლესიას პროვოკაცია მოუწყო.
ეკლესიაში რამეზე საღებავის შესხმა არასწორი საქციელია.
ნათელია რომ საქართველოს მტრები – პუტინის , ეცდება ქრისტიანობა და ეკლესია ევროკავშირში გაწევრიანების იდეასა და მიზანს დააპირისპირონ.
ამ მიზნით მრავალი ბინძური სხვა პროვოკაცია განხორციელდება, რუსეთი ეცდება ქართული საზოგადოება დაყოს და ერთმანეთს დააპირისპიროს.
ამ პროვოკაციებს ქართულმა საზოგადოებამ და ჩვენი ეკლესიის მრევლმა (ვისაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გვსურს) არ უნდა ავყვეთ და მათ სწორი პასუხი უნდა გავცეთ.”

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – თუ გინდა, რეჟიმს მოუგო, შენი თამაშის წესებით უნდა ეთამაშო – ოპოზიცია კამპანიას უნდა ვაწარმოებდეთ, რომ არჩევნებზე ოპოზიციური ამომრჩეველი არ მივიდეს, „ოცნებას“ ისე უნდა გაუჭირდეს ამომრჩევლის მიყვანა, რომ ავტობუსებით დაორგანიზება დასჭირდეს