ეკა ხერხეულიძე – ადამიანებისგან, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის პერიოდში რუსთაველზე ცხენებით დარბიხართ, წყლის შესხმა არ მიკვირს

ადამიანებისგან, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის პერიოდში რუსთაველზე ცხენებით დარბიხართ, წყლის შესხმა მე არ მიკვირს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც “ქართული ოცნების“ დეპუტატის, ს მიერ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, ზე პარლამენტის წყლის შესხმის ფაქტს გამოეხმაურა.
ხერხეულიძის თქმით, რაც უფრო ველურად მოიქცევიან, მით უფრო გადაინაცვლებენ საარჩევნო სიის წინა რიგებში.
„იმ ბარბაროსული სცენის შემდეგ, ძალიან ძნელია კორექტულად საუბარი. ადამიანები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის პერიოდში, რუსთაველზე ცხენებით დარბიხართ, წყლის შესხმა მე არ მიკვირს. იმიტომ, რომ თქვენი შვილების ხელა ბავშვებზე არ გიჩუყდებათ გული წყლის ჭავლის მიშვერა. თქვენ მაუზერი რომ დაგირიგონ, ყველას დახვრეტთ სათითაოდ. ამით ის „გოიმი“ კაციც „კაიფობს“ და სიაში ჩაგწერთ , ეს არის გარანტია. რამდენადაც ველურადაც მოიქცევით, იმდენად წინ გადაინაცვლებთ სიაში“, – განაცხადა ხერხეულიძემ.
მან ასევე პარლამენტის თავმჯდომარის , ს იმ ციტატაზე გაამახვილა ყურადღება, სადაც აღნიშნა – „უცხო ქვეყნის გავლენის მხარეს რომ დგებით და არა ქართველი ხალხის გავლენის მხარეს, ეს არის ზვიად გამსახურდიას იდეალები?!“
ხერხეულიძის თქმით, პაპუაშვილი გაყალბებულ ისტორიის მსხვერპლია, რადგან როგორც ბევრს, პარლამენტის თავმჯდომარეს ზვიად გამსახურდია იზოლაციის მომხრედ წარმოუდგენია.
„როდესაც ზვიად გამსახურდიას ციტირებდა შალვა პაპუაშვილმა უცნაური, რამ თქვა. მისი თქმით, „ასეთი საქართველო სურდა ზვიად გამსახურდიასო?“ მგონია, რომ გაყალბებულ ისტორიის მსხვერპლია თავადაც, როგორც ძალიან ბევრმა, როდესაც ზვიად გამსახურდია წარმოედგინათ იზოლაციის მომხრედ. ეს ასე არ იყო. გამსახურდია გახლავთ პირველი ამერიკანისტი საქართველოს ისტორიაში. ის არის დიდი ამერიკული ავტორების მთარგმნელი და ყველაზე პირველი ხვდებოდა რონალდ რეიგანს, როდესაც საბჭოთა ყიამეთში წარმოდგენა არ ჰქონდათ საქართველოს დამოუკიდებლობაზე. ეს არ არის ზვიად გამსახურდიას საოცნებო საქართველო! ის იყო საქართველოს სგან დამოუკიდებლობის მომხრე ადამიანი და რუსული კალაშნიკოვებითა და ტანკებით განდევნეს და სამეგრელოს ტყეში მოკლეს. ასე დასრულდა მისი სიცოცხლე, რადგან ილორში, ხელი არ მოაწერა ს დამოუკიდებლობას. თუ რამე დგას რისკის ქვეშ, ეს არის აფხაზეთის საბოლოო დაკარგვაა. გუშინ ზატულინმა და კარასინმა შემოგითვალათ, რომ თქვენი ადგილი იცოდეთ, კანონის ირგვლივ იმოძრავეთ და აფხაზეთზე არ ილაპარაკოთო, ეს არ არის თქვენი სამოძრაო არეალიო. დაგცინათ ამ ხალხმა!“,- განაცხადა ხერხეულიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ