ეკა სეფაშვილი კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ გაეროს კონფერენციაში მონაწილეობს

გაეროს 28-ზე კონფერენციაზე, რომელიც კლიმატის ცვლილებას ეძღვნება, საპარლამენტთაშორისო სესიაზე „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი მონაწილეობს. სესია მიეძღვნა კლიმატის ცვლილებების გამოწვევებს.
როგორც ეკა სეფაშვილმა განაცხადა, საუბარი შეეხო სამეცნიერო მიღწევებს ამ სფეროში. განხილულ იქნა პროგრესი, რომელიც მიღწეულია პარიზის ხელშეკრულების განხორციელებაში. კონფერენციის მსვლელობისას ხაზი გაესვა პარლამენტარების ჩართულობის მნიშვნელობას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ გადაუდებელი მიზანია პარლამენტარების მოტივაცია, განახორციელონ ზედამხედველობა და მართონ მთავრობა, რომელიც პასუხისმგებელია კლიმატის შეთანხმების და მიზნების განხორციელების ვალდებულებებზე.
„ეს არის მცდელობები პარლამენტარებისა და მთავრობის, რათა ჩვენი პლანეტა, ჩვენი გარემო გლობალურად იყოს უფრო სუფთა და დაბინძურებამ არ გამოიწვიოს კლიმატის ცვლილებები, რომელიც საფრთხეს უქმნის არამარტო ჩვენს ჯანმრთელობას, არამედ მთლიანად ჩვენს პლანეტას,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან