ეკა სეფაშვილი ირაკლი კობახიძის მიერ პრეზიდენტისადმი გაკეთებულ მოწოდებაზე: ეს არ არის მუქარა – ეს არის მოწოდება, რომ კიდევ ერთი სამარცხვინო ნაბიჯი არ გადადგას პრეზიდენტმა

ეკა სეფაშვილი ირაკლი კობახიძის მიერ პრეზიდენტისადმი გაკეთებულ მოწოდებაზე: ეს არ არის მუქარა – ეს არის მოწოდება, რომ კიდევ ერთი სამარცხვინო ნაბიჯი არ გადადგას პრეზიდენტმა
„ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თეოდოროს რუსოპულოსის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომელშიც ეს უკანასკნელი მოუწოდებს ს, უკან წაიღოს ს მისამართით გაკეთებული განცხადება, რადგან ის არის პირდაპირი მუქარა.
ეკა სეფაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში განმარტავს, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება მხოლოდ მოწოდება იყო იმისკენ, რომ ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ არ დაარღვიოს ქვეყნის კონსტიტუცია და ამით არ დააზიანოს სახელმწიფოს რეპუტაცია.
„პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადება იმის შესახებ, რომ ალბათ კარგი იქნება, თუ პრეზიდენტი მოუხმობს გონიერებას და დაემორჩილება კანონს, არის მხოლოდ და მხოლოდ მოწოდება, რომ ბოლო დღეებში მაინც სცეს პრეზიდენტმა პატივი კონსტიტუციას. ეს არ არის მუქარა – ეს არის მოწოდება, რომ კიდევ ერთი სამარცხვინო ნაბიჯი არ გადადგას პრეზიდენტმა, რაც ასევე აზიანებს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას, იმიტომ, რომ რაც უნდა ვისაუბროთ მის აგენტობაზე, მის მიერ უცხოური დავალებების შესრულებაზე, დე-იურე იგი რჩება საქართველოს პრეზიდენტად,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცებმა“ თავიანთ უფროსებთან გაიარეს კონსულტაციები და მიიღეს დავალება, რომ გვიჩივიან, თუმცა, ისინი და მათი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც მალე გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში

რადიკალების ე.წ ექსპერტების მხრიდან პრემიერ- მინისტრის და სამთავრობო გუნდის ჩინეთში წარმატებული ვიზიტის სრული იგნორირება ხდებოდა და შესაძლოა ამ შემთხვევაშიც დაენახათ საქართველოს „ჩინეთიზაციის“ რაღაც არმაგედონული სცენარი