ეკა კუპატაძე: მე საქმის მასალებიც არ მომცეს და რიკაძის მამა დარბაზში პროცესს იღებდა, რომლის უფლებაც არ ჰქონდა (ვიდეო)

მე საქმის მასალებიც არ მომცეს და რიკაძის მამა დარბაზში პროცესს იღებდა, რომლის უფლებაც არ ჰქონდა , – ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმის, რომ გურამ რიკაძე კანონს არღვევდა, მოსამართლეს არც კი დაუჯარიმებია.

ეკა კუპატაძე ამბობს, რომ არ გაჩერდება, ვიდრე ყველას პასუხისგებაში არ მისცემს.

მე, გიგა ავალიანის დედას არ მომცეს საქმის მასალები, ჯერ კიდევ 7 ნოემბერს, ამით დაარღვიეს ჩემთვის მონიჭებული კონსტიტუციური უფლება და ამ დროს, სასამართლო დარბაზში პროცესს იღებს ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გიორგი რიკაძის მამა, გურამ რიკაძე, რომელსაც დარბაზში ყოფნის უფლებაც არ ჰქონდა, ეს იმ არასრულწლოვნის მამაა, რომელმაც მკვლელობა გადაიღო, ხალხნო, ესენი ამით ბლატაობენ, ამ გადაღებული ვიდეობით. ხედავთ, რასთან გვაქვს საქმე? მე მიკრძალავენ გამომზეურებას, რადგან ეშინიათ საჯარო ბრძოლის, ხალხი აგრესიის, რადგან მათ ხალხის ნდობაც აღარ აქვთ. ეშინიათ ჩემი, მე მასალებს არ მაძლევენ და გურამი რიკაძე იღებს სასამართლო პროცესს, არც კი დაუჯარიმებია მოსამართლეს. ეს არის აღვირახსნილი და ურცხვი განაცხადება პროკურატურის, ამ განცხდებით მათ ნიღაბი ბოლომდე ჩამოიხსნეს. არ მოვისვენებ, ვიდრე ყველას პასუხისგებაში არ მივცემ,- განაცხადა ეკა კუპატაძემ. 

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: თაროზე ხომ არ ედოთ ლილუაშვილის საქმე და ახლა ბი-ბი-სის ჟურნალისტური გამოძიების და ევროპასთან უვიზო მიმოსვლის სავარაუდო შეჩერების გადასაფარად წინასაახალწლოდ გაწირეს განტევების ვაცი?